თავში

დრეზდენის მუზეუმის დირექტორი ძარცვას "შეუსრულებელ მისიას" ადარებს

​დრეზდენის მუზეუმის დირექტორი ძარცვას "შეუსრულებელ მისიას" ადარებს
დრეზდენის მუზეუმის დირექტორი ძარცვას შეუსრულებელ მისიას ადარებს

"მწვანე სარდაფების" დირექტორი დირკ სინდრამი დრეზდენში მომხდარ ძარცვას ფილმს "შეუსრულებელი მისია" ადარებს. მისი თქმით, მუზეუმს დარტყმაგამძლე შუშის მწარმოებელთან პრეტენზიები აქვს.

"4 წლის წინ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა შემოწმდა, შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაფერი იდეალურია. ის, რაც იქ მოხდა, პრაქტიკულად "შეუსრულებელ მისია" იყო", - აღნიშნა სინდრამმა Saechsische Zeitung-თან ინტერვიუში.

მუზეუმის თანამშრომელთა გაკვირვება იმან გამოიწვია, თუ რა მოკლე დროში მოახერხეს მძარცველებმა ვიტრინის ჩამსხვრევა.

"ის, რასაც დარტყმაგამძლე შუშის მწარმოებელი გვპირდებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება", - აღნიშნა სინდრამმა.

მისი თქმით, შუშის ტექნიკურ მახასიათებლებში აღნიშნული იყო, რომ ის ცულის დარტყმას 15 წუთის განმავლობაში გაუძლებდა, რეალურად კი რამდენიმე წამში ჩაიმსხვრა.

გერმანიის ქალაქ დრეზდენში პოლიცია ძვირფასეულობის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ევროპაში უმსხვილესი კოლექციის ძარცვის ფაქტს იძიებს. ინციდენტი "მწვანე სარდაფების" მუზეუმში გუშინ მოხდა.

ექსპერტების თქმით, მოპარული ნივთების ღირებულება მილიარდ ევროს შეადგენს.

პირები, რომლებმაც დრეზდენში მუზეუმი "მწვანე სარდაფები" გაძარცვეს, ფარნებით და ცულებით იყვნენ შეიარაღებულნი, რომლითაც დარბაზში ვიტრინა ჩაამსხვრიეს.

ძარცვის ვიდეო დრეზდენის პოლიციამ გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system