თავში

დრეზდენის პოლიცია "მწვანე სარდაფების" ძარცვის ვიდეოს ავრცელებს

​დრეზდენის პოლიცია "მწვანე სარდაფების" ძარცვის ვიდეოს ავრცელებს
დრეზდენის პოლიცია მწვანე სარდაფების ძარცვის ვიდეოს ავრცელებს

პირები, რომლებმაც დრეზდენში მუზეუმი "მწვანე სარდაფები" გაძარცვეს, ფარნებით და ცულებით იყვნენ შეიარაღებულნი, რომლითაც დარბაზში ვიტრინა ჩაამსხვრიეს.

ძარცვის ვიდეოს დრეზდენის პოლიცია ავრცელებს.

კადრებში ჩანს, როგორ ამსხვრევს ერთ-ერთი მძარცველი ვიტრინას, შემდეგ კი ჩარჩოს ამტვრევს.

გერმანიის ქალაქ დრეზდენში პოლიცია ძვირფასეულობის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ევროპაში უმსხვილესი კოლექციის ძარცვის ფაქტს იძიებს. ინციდენტი "მწვანე სარდაფების"  მუზეუმში გუშინ მოხდა.

ექსპერტების თქმით, მოპარული ნივთების ღირებულება მილიარდ ევროს შეადგენს.

მუზეუმში "მწვანე სარდაფები" (გრუვენ გუელბეი) დრეზდენში მდებარეობს. აქ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სამეფო საგანძურის კოლექცია ინახება. დრეზდენის სასახლეში განთავსებული საგანძური პალატა მე -18 საუკუნეში დაარსდა და ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების, მინანქრის, სპილოს, ბრინჯაოს და ქარვის მხატვრული ნამუშევრებით ივსებოდა.

გარდა ამისა, "ტვიტერში" პოლიცია მოპარული ძვირფასეულობის ნაწილის ფოტოებს აქვეყნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system