თავში

დრიუ ბერიმორი ლაიფსტალ-ჟურნალს გამოუშვებს

​დრიუ ბერიმორი ლაიფსტალ-ჟურნალს გამოუშვებს
დრიუ ბერიმორი ლაიფსტალ-ჟურნალს გამოუშვებს

მსახიობი და ტელეწამყვანი დრიუ ბერიმორი საკუთარ ლაიფსტალ-ჟურნალს გამოუშვებს. ის გერმანულ მედიაჰოლდინგ Bauer Media Group-თან ითანამშრომლებს. ჟურნალი სამ თვეში ერთხელ გამოვა. მისი სახელწოდება Drew იქნება.

”ათი წლის ასაკიდან ჩემი ოთახის კედლებს ჟურნალის ფურცლებით ვფარავდი. ყოველთვის მიყვარდა ქაღალდის ჟურნალები. ჟურნალები ჩემი ცხოვრების უზარმაზარი ნაწილია და შთაგონების უდიდესი წყაროა ყველაფრისთვის, რასაც ვაკეთებ”, - განაცხადა მსახიობმა.

თავის ჟურნალში დრიუ გააშუქებს მისთვის საინტერესო თემებს, როგორიცაა სილამაზე, მოგზაურობა და საკვები. ამაში მას მთავარი რედაქტორი კრისტალ მისრი და აღმასრულებელი რედაქტორი კრისტი დორამუსი დაეხმარებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system