თავში

700 მილიონზე მეტ აფრიკელს ელექტროენერგია არ აქვს

​700 მილიონზე მეტ აფრიკელს ელექტროენერგია არ აქვს
700 მილიონზე მეტ აფრიკელს ელექტროენერგია არ აქვს

2018 წელს აფრიკაში ელექტროენერგიაზე წვდომის გარეშე მყოფთა რიცხვი თითქმის 860 მილიონიდან შემცირდა და 2019 წელს 770 მილიონი შეადგინა. ინფორმაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ავრცელებს.

ეს კონტინენტის მოსახლეობის 38%-ს წარმოადგენს.

ანგარიშში "Africa Energy Outlook 2019" აღნიშნულია, რომ აფრიკაში ენერგომომარაგების პოლიტიკა შედეგიანია და მონაცემები მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის 75 პროცენტი, რომლებსაც ელექტროენერგია არ აქვს, აფრიკის საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ცხოვრობს და ეს წილი ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system