თავში

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა
FDA-მ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer-BioNTech-ის ორდოზიან ვაქცინას 16 წელს გადაცილებული პირებისთვის სრული ავტორიზაცია მიანიჭა. ეს COVID-19-ის პირველი ვაქცინაა, რომელმაც ეს ნორმატიული ბარიერი გადალახა. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

მანამდე Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში იყო ნებადართული.

"FDA-ს მიერ ამ ვაქცინის დამტკიცება კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ერაა. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე წარმატებით მიიღო, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ახლა FDA-ს მიერ ვაქცინის დამტკიცებამ ზოგიერთს, შესაძლოა, ვაქცინაციის აუცილებლობაში დამატებითი რწმენა შემატოს. დღევანდელი ზღურბლი აშშ-ში პანდემიის კურსის შეცვლისკენ ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს", - განაცხადა FDA-ს კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

Pfizer-ის პრეპარატი COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაა, რომელმაც FDA–ს საბოლოო დამტკიცება მიიღო. მანამდე, გასული წლის დეკემბერში, Pfizer-ი საგანგებო მდგომარეობაში დაჩქარებული პროცედურებით გამოყენებისთვის იყო სერტიფიცირებული. ანალოგიური ნებართვა მოგვიანებით კომპანიების Moderna и Johnson & Johnson ვაქცინებმა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system