
დუბაიში, პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ ხომალდზე მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.