თავში

დუბაის ცაზე მფრინავი ადამიანი გამოჩნდა - VIDEO

დუბაის ცაზე მფრინავი ადამიანი გამოჩნდა
დუბაის ცაზე მფრინავი ადამიანი გამოჩნდა - VIDEO

გაბედული ვინს რეფეტი დუბაის ცაზე "Jetman-ის" მფრინავი კოსტიუმით გამოჩნდა. მან მიწიდან 1,800 მეტრზე აფრენა შეძლო და ეს მსოფლიოში პირველად მოხდა.

მისი დანახვისას, კომიქსების გმირი "რკინის კაცი" აუცილებლად გაგახსენდებათ.

რეფეტიმ და მისმა კოლაბორატორებმა განაცხადეს, რომ "Jetmen-მა" ახალ სიმაღლეებს მიაღწია. აპარატს სპეციალური, ძალიან მსუბუქი ლითონისაგან, "carbon-fire-სგან" დამზადებული ფრთები აქვს. 

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ფრანგი მფრინავი დუბაის სანაპიროების თავზე დაფრინავდა. შემდეგ კი მიწაზე პარაშუტის დახმარებით დაეშვა.

"ჩვენ მსოფლიოში პირველი, 100%-ით დამოუკიდებელი მფრინავი კოსტიუმის კიდევ ერთი სატესტო ფრენა "@jetmandubai-სთან" ერთად ჩავატარეთ, რომელიც ამჯერად მიწაზე 1.800 მეტრიდან სრულიად უსაფრთხოდ დაეშვა", - წერს "ტვიტერში" "Expo 2020 Dubai".

Expo 2020 Dubai არის დიდი სავაჭრო ბაზრობა, რომელიც ოქტომბერში გაიხსნება.

ეს გუნდური მუშაობის ძალიან საფუძვლიანი შედეგია, სადაც თითოეულმა ნაბიჯმა უზარმაზარი შედეგი გამოიღო. ყველაფერი წამებში მოხდა და მიღწეული პროგრესით აღფრთოვანებული ვარ. ერთ-ერთი შემდეგი მიზანი მიწაზე პარაშუტის დახმარების გარეშე ჩამოსვლაა და ამაზე ახლა ვმუშაობთ”, - განაცხადა რეფეტმა.

ფრთები ოთხი მინი თვითმფრინავის ძრავის დახმარებით მუშაობს. აღჭურვილობას, რომელსაც პილოტის მოძრაობა აკონტროლებს, საათში 400 კილომეტრის სიჩქარის განვითარება შეუძლია. 



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system