თავში

დუბლინში პოლიციამ დედა და ორი შვილი სახლში გარდაცვლილი იპოვა

დუბლინში პოლიციამ დედა და ორი შვილი სახლში გარდაცვლილი იპოვა
დუბლინში პოლიციამ დედა და ორი შვილი სახლში გარდაცვლილი იპოვა

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, პოლიციამ საცხოვრებელ სახლში დედისა და ორი ბავშვის ცხედარი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციის თქმით, გარდაცვლილი ორი ბავშვი გოგო და ბიჭია, რომელთა ასაკიც 6-11 წლამდეა.

"პოლიცია ამჟამად ინციდენტის ადგილზე სამხრეთ დუბლინში მდებარე საცხოვრებელ საკუთრებაში იმყოფება, სადაც ორი ბავშვისა და მოზრდილის გვამი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია", - განაცხადა პოლიციის უფროსმა.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, საცხოვრებელ სახლში ისინი მეზობლის სატელეფონო საუბრის შემდეგ შევიდნენ. მათი თქმით, მეზობელმა გარდაცვლილები ნახა და პოლიციაში დარეკა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system