თავში

დუეინ ჯონსონი ვინ დიზელთან კონფლიქტს გამოეხმაურა

​დუეინ ჯონსონი ვინ დიზელთან კონფლიქტს გამოეხმაურა
დუეინ ჯონსონი ვინ დიზელთან კონფლიქტს გამოეხმაურა

მსახიობი დუეინ ჯონსონი თავისი კოლეგის, ვინ დიზელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც "ფორსაჟის" ფილმების გადაღების დროს ხდებოდა. ამის შესახებ მან The Hollywood Reporter-თან ისაუბრა.

ხმები დიზელისა და ჯონსონის კონფლიქტის შესახებ დიდი ხანია დადის, თუმცა არც ერთ მსახიობს კომენტარი ოფიციალურად არ გაუკეთებია.

ივნისში ვინ დიზელმა ჟურნალს Men's Health განუცხადა, რომ დაპირისპირება მასსა და ჯონსონს შორის მან, როგორც პროდიუსერმა მოიგონა, რათა ეკრანული კონფლიქტი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო.

თავად ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ კოლეგის სიტყვები სიცილით აღიქვა და "ფორსაჟში" აღარ დაბრუნდება.

"ძალიან გამეცინა. მგონია, რომ ამ სიტყვებზე ბევრმა კარგად გაიცინა. მეტი არაფერს ვიტყვი. მე უკვე ვუსურვე ყველაფერი საუკეთესო. ვუსურვე წარმატებები ფორსაჟ 9-ს. წარმატებას ვუსურვებ მეათე და მეთერთმეტე ნაწილებს და ფორსაჟის სხვა ფილმებს, რომლებსაც უჩემოდ გააკეთებენ", - განაცხადა მსახიობმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system