თავში

დუეინ ჯონსონის ახალი, თბილი ვიდეო 15.4 მილიონმა ადამიანმა ნახა - VIDEO

​დუეინ ჯონსონის ახალი, თბილი ვიდეო 15.4 მილიონმა ადამიანმა ნახა
დუეინ ჯონსონის ახალი, თბილი ვიდეო 15.4 მილიონმა ადამიანმა ნახა - VIDEO

ჰოლივუდელმა მსახიობმა, დუეინ ჯონსონმა მშობლებს მასტერ-კლასი ჩაუტარა და აჩვენა, როგორ ასწავლონ ბავშვებს ხელების სწორად დაბანა.

"ინსტაგრამზე" ატვირთული ვიდეო უკვე 15.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.

ვიდეოში მსახიობის პატარა გოგონა თია, სააბაზანოში ნიჟარათან ზის, სანამ ის ხელებს უბანს და მულტფილმ "მოანადან" სიმღერას უმღერის (ჯონსონმა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გაახმოვანა".

"სანამ მე შხაპს მივიღებ, პატარა თია ითხოვს, რომ მე სიმღერა "Welcome-ის" ნაწყვეტი ვუმღერო. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივხვდით, რომ ეს სიმღერა ბავშვებს კარგად ართობს, სანამ ისინი ხელს იბანენ", - წერს ჯონსონი. 

კორონავირუსის პროფილაქტიკის მიზნით, ყველა ადამიანს ხელის დაბანას სულ მცირე 20 წამის განმავლობაში ურჩევენ. დროის საზომად კი სხვადასხვა სიმღერის ღიღინს სთავაზობენ. 

ბრიტანეთის პრემიერი, მაგალითად, ხელების დაბანისას "გილოცავ დაბადების დღის" სიმღერას ურჩევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system