თავში

დუმაში "რუსეთთან ყაზახეთის გაერთიანების შესახებ" რეფერენდუმი მოითხოვეს

​დუმაში "რუსეთთან ყაზახეთის გაერთიანების შესახებ" რეფერენდუმი მოითხოვე
დუმაში რუსეთთან ყაზახეთის გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი მოითხოვეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის წევრმა, სულთან ხამზაევმა მხარი დაუჭირა რეფერენდუმის ჩატარებას "ყაზახეთის ისტორიულ სამშობლოსთან - რუსეთთან გაერთიანების შესახებ." Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ცენტრალური აზია რუსული მიწაა! ქსელში მიდის განხილვა რუსეთთან ყაზახეთის შესაძლო გაერთიანების შესახებ. პირადად ჩემი, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პოზიციაც ასეთია, განურჩევლად პოლიტიკისა და თანამდებობისა. მე მხარს ვუჭერ ყაზახეთში რეფერენდუმის ჩატარებას ყაზახეთის ისტორიულ სამშობლოსთან - რუსეთთან გაერთიანების შესახებ“, - წერს ხამზაევი Facebook-ზე.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი "ყველა განცხადებას რუსულ ენაზე აკეთებს". ხამზაევი მსგავს ინიციატივას "ნამდვილი დემოკრატიის კარგ გამოვლინებად" მიიჩნევს.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system