თავში

DW: რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ვაქცინა ალერგიული ადამიანებისთვის

DW: რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ვაქცინა ალერგიული ადამიანებისთ
DW: რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ვაქცინა ალერგიული ადამიანებისთვის

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღე გავიდა. პირველ დღეს ასობით ადამიანი აიცრა, ორ მათგანს კი ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური გაფრთხილება გასცა, რომ მწვავე ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილ ადამიანებს  გერმანიის ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ისა და მისი ამერიკელი პარტნიორი Pfizer-ის მიერ შემუშავებული პრეპარატით ვაქცინაცია არ ჩაუტარდეთ. 

გამოცემა DW-ის ცნობით, ორი პაციენტის ანამნეზში ვკითხულობთ, რომ მათ მძიმე ალერგიული რეაქციები აღენიშნებოდათ და ორივე მათგანი ადრენალინის წინასწარ მომზადებულ შპრიცს ატარებდა. ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოცემა გვაფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ის პირები, რომლებსაც ანაფილაქსიური შოკი უკვე გადატანილი აქვთ. ვინაიდან, ანაფილაქსიური შოკი ყველაზე მძიმე სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა. 

ამასთან, გამოცემის ცნობით, ყველა ალერგიული რეაქცია მსგავს სერიოზულ და სიცოცხლისათვის საშიშ შედეგებს არ იწვევს. 

DW აღნიშნავს, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპზე ჯანმრთელობისათვის სერიოზული უკუჩვენებები არ გამოვლენილა. 

ბრიტანეთის ხელისუფლება ალერგიულ ადამიანებს მოუწოდებს, ამის შესახებ ვაქცინაციამდე განაცხადონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system