თავში

ძაღლებს მარტივი არითმეტიკა ბავშვების მსგავსად ესმით

ძაღლებს მარტივი არითმეტიკა ბავშვების მსგავსად ესმით
ძაღლებს მარტივი არითმეტიკა ბავშვების მსგავსად ესმით

ექსპერტების განცხადებით, ძაღლების ინტელექტი 2 წლის ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს უტოლდება. ბრიტანული გამოცემა The Mirror წერს, რომ ძაღლებს თვლა შეუძლიათ და სწორედ ამიტომ ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, როდესაც მას ჯამში ნაკლებ საჭმელს უყრიან. 

ემორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლებში რაოდენობრივი ამოცანების გაკეთება ტვინის იგივე აქტივობას იწვევს, როგორც ადამიანებში. 

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლებს  მარტივი არითმეტიკა კარგად ესმით. 

მეცნიერებმა 11 ძაღლს სხვადასხვა რაოდენობის საკვები შესთავაზეს. ძაღლები უფრო დიდ ინტერესს დიდი რაოდენობის სასუსნავის მიმართ გამოხატავდნენ. ამასთან, აღინიშნა, რომ სპანიელები და ლაბრადორები თვლის უნარს უფრო კარგად ფლობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system