თავში

ძაღლმა ჯიპი გაიტაცა და მუზეუმს შეეჯახა

ძაღლმა ჯიპი გაიტაცა და მუზეუმს შეეჯახა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძაღლმა ჯიპი გაიტაცა და მუზეუმს დაეჯახა. დაწესებულების მენეჯერმა პოლიცია გამოიძახა.

"პოლიციას ვუთხარი, რომ მანქანა ჩემს შენობას შეეჯახა. მე მათ დავუყვირე, რომ იქ ძაღლი იყო, თუმცა პოლიციელებს ეს ხუმრობა ეგონათ", - განაცხადა მუზეუმის მენეჯერმა.

მანქანის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შიგნით ხუთი წლის ძაღლი, სახელად კალი იჯდა. როგორც გაირკვა, მისმა პატრონმა ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერა და ჯიპიდან ახალი საკონდიტრო ნაწარმის შესაძენად გადმოვიდა, ხოლო ძაღლმა მანქანის დასაძრავად ხელის მუხრუჭი გამოიყენა.

ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system