თავში

ძაღლს მოულოდნელად ვიტილიგო დაემართა - PHOTO

ძაღლს მოულოდნელად ვიტილიგო დაემართა - PHOTO
ძაღლს მოულოდნელად ვიტილიგო დაემართა - PHOTO

ფინეთში მცხოვრებ ლაბრადორის ჯიშის ძაღლს, რომელიც სრულიად შავი დაიბადა, ბეწვი ალაგ-ალაგ თეთრი ლაქებით დაეფარა, მაგრამ ეს სიბერით არ იყო გამოწვეული. 10 წლის ბლეიზს კანის იშვიათი დაავადება ვიტილიგო დაემართა.

პატრონმა პირველი თეთრი წინწკლები ცხოველის ბეწვზე გასულ წელს შენიშნა. თავდაპირველად თეთრი ლაქები ყურის არეში გაჩნდა, შემდეგ კი ის მთელ სხეულს მოედო. ცოტა ხნის წინ სრულიად შავი ბლეიზი, ახლა შავ-თეთრი ლაბრადორია. ამ მოულოდნელმა ცვლილებამ ის სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახადა.

ვიტილიგო კანის იშვიათი დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთ პროცენტს სჭირს. ამ დაავადებას კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევა იწვევს, სხეულზე კი განსხვავებული შეფერილობის ლაქები ჩნდება. ვიტილიგო ადამიანებსაც და ცხოველებსაც შეიძლება დაემართოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system