თავში

ძლიერი ხანძრები გახშირდება

ძლიერი ხანძრები გახშირდება
ძლიერი ხანძრები გახშირდება

დედამიწაზე ტემპერატურის ცვლილება ძლიერი ხანძრების საშიშროებას ზრდის. ახალი კვლევის თანახმად, მასშტაბური ხანძარი ავსტრალიაში სწორედ ხანძრისთვის ხელსაყრელმა ამინდმა განაპირობა და როგორც ჩანს, მსოფლიოში ასეთი მოვლენები გახშირდება.

2019 წელს ამინდი ავსტრალიაში ყველაზე ცხელი და უნალექო იყო და ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, თუ მსოფლიო კლიმატის ტრაექტორია 3° ცელსიუსს მიუახლვოდება. ბრიტანეთის მეტეოროლოგიურმა ოფისმა 57 ავთენტური კვლევა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ყველა მათგანის მიხედვით, ტემპერატურის ცვლილება ხანძრისთვის დამახასიათებელი გარემოს შექმნის რისკს ზრდის. კვლევამ დაადგინა, რომ 1979 წლიდან 2013 წლამდე ხანძრის სეზონები გახანგრძლივდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება.

ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ოფისის კვლევის მიხედვით, ხანძრები და ხანძრის სეზონები გახანგრძლივდება იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა დედამიწაზე ცვლილებას განაგრძობს და საეჭვოა, რომ ეს პროცესი ბუნებრივად დასტაბილურდეს. 

ავსტრალიის კატასტროფულმა ხანძარმა კარგად დაგვანახა, როგორ შეიძლება ადამიანებმა კონტროლი დავკარგოთ და უბრალოდ როგორი უძლურები ვართ ბუნების წინაშე. მიუხედავად მეცნიერების მრავალრიცხოვანი არმიის მტკიცებისა, რომ გლობალური დათბობა რეალურად არსებობს და ის სულ უფრო მეტ პრობლემას შექმნის, რჩებიან ისეთი ადამიანებიც, ვინც უარყოფს მას და გლობალურ დათბობას შეთქმულების თეორიად განიხილავს. ასეთების რიცხვში, არც მეტი არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიცაა. 

წყარო: newscientis

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system