თავში

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - არის მსხვერპლი

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - არის მსხვერპლი
ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - არის მსხვერპლი

ჩინეთში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა. თავდაპირველად სამხრეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი ქალაქ დალის მახლობლად, 12 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

ბოლო მიწისძვრა კი ცინხაის პროვინციაში იყო. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, ჩინეთში მიწისძვრას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა და ცხრა დაშავდა.

მომხდარის შემდეგ, მეორე დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და იუნანის პროვინციის ქალაქ დალიში სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system