თავში

ძლიერმა ხანძარმა კარიბის ზღვის კურორტი გაანადგურა

​ძლიერმა ხანძარმა კარიბის ზღვის კურორტი გაანადგურა
ძლიერმა ხანძარმა კარიბის ზღვის კურორტი გაანადგურა

მასშტაბურმა ხანძარმა ჰონდურასში, კუნძულ გუანაჰაზე 200-ზე მეტი შენობა გაანადგურა. ასობით ადამიანმა ტურისტული კურორტი დატოვა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ზღვისპირა სახლები ცეცხლის ალშია გახვეული. ჰონდურასის მაშველები კუნძულზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

”ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გარდაცვლილები არ არიან, მაგრამ არის უზარმაზარი მატერიალური ზარალი,” - თქვა რისკების მართვის ეროვნული სისტემის მინისტრმა და საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაქს გონსალესმა.

მისი თქმით, ხანძრის შედეგად, რომელმაც 90 სახლი გაანადგურა და 120 მეტი დააზიანა, დაშავდა ოთხი ადამიანი.

სტიქიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system