
ძლიერმა წვიმამ თურქეთის რიზესა და ართვინის პროვინციებში წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველო ავრცელებს.
უწყების ცნობით მდინარე არჰავი ადდიდა და ნაპირებიდან გადმოვიდა.
"დაიტბორა რეგიონული ცენტრი და სოფლის გზები. სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების გადასარჩენად სამუშაოები მიმდინარეობს,”- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სტიქიის ზონაში ჩავიდა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ ჩავიდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის წყალდიდობის შედეგად არავინ გარდაცვლილა, ორი ადამიანი დაშავდა.