თავში

ძველ საბერძნეთში შშმ პირთათვის ბილიკი 2 500 წლის წინ მოაწყვეს - PHOTO

ძველ საბერძნეთში შშმ პირთათვის ბილიკი 2 500 წლის წინ მოაწყვეს - PHOTO
ძველ საბერძნეთში შშმ პირთათვის ბილიკი 2 500 წლის წინ მოაწყვეს - PHOTO

მკვლევართა თქმით, ბერძნულ შენობებში შშმ პირთათვის ბილიკები იყო აშენებული, განსაკუთრებით სამკურნალო ადგილებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დახმარებას სთხოვდნენ მედიცინის ღმერთს, ასკლეპიუსს. 

არქეოლოგის მტკიცებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი ბილიკები პირველად 2 500 წლის წინ მოეწყო.

"ციხესიმაგრეების მიმდებარე ტერიტორიაზე, შენობებში, მათ შორის სამკურნალო საკურთხევლებისა და ტაძრების ჩათვლით, ბილიკების არსებობა ცივილიზაციის ადრეული მტკიცებულებაა",- განაცხადა არქეოლოგმა.

მისი თქმით, ბილიკის არსებობა ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნის დასაწყისით თარიღდება, თუმცა მათი დანიშნულება დღემდე არ არის აღიარებული. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ბილიკების აშენება, შესაძლოა, შშმ პირთათვის სულაც არ იყო განკუთვნილი, მაგრამ მტკიცებულების თანახმად, მსგავსი ტიპის ბილიკის აშენების მთავარი ფაქტორი სწორედ ეს  იყო.

სპეციალისტები ამბობებ, რომ ეპიდავრის ასკლეპიუსის ტაძარს სულ მცირე 11 ქვის ბილიკი აქვს. იმ პედიოდში ასეთი ბილიკები საჭირო იყო, რადგან მაშინ საბერძნეთში ხშირად იყო ომი და ქვეყანას უამრავი დაჭრილი ჯარისკაცი ეყოლებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system