თავში

ძველი ეგვიპტის სამხედრო სასაფლაოს საიდუმლო ამოხსნილია

​ძველი ეგვიპტის სამხედრო სასაფლაოს საიდუმლო ამოხსნილია
ძველი ეგვიპტის სამხედრო სასაფლაოს საიდუმლო ამოხსნილია

ადრე მიიჩნეოდა, რომ ეგვიპტეში, ნილოსის ველზე არსებული მსოფლიოში ერთ ერთი უძველესი სამხედრო სასაფლაო ისტორიულ ბრძოლაში მასიურად დაღუპული ადამიანების დასასაფლავებლად გააკეთეს. თუმცა, ახალი კვლევებით დგინდება, რომ აქ მყოფი ადამიანები არაერთხელ იღებდნენ მონაწილეობას სხვა და სხვა შეტაკებებში, ხოლო ეს კონფლიქტები ადგილსამყოფელის დამკვიდრების მიზნით წარმოიქმნა, როდესაც კლიმატის ცვლილებების გამო, ადამიანებს გადასახლება მოუწიათ. ინფორმაციას sciencealert.com ავრცელებს.

ნეშტები პირველად 1960-იან წლებში აღმოაჩინეს. ისინი თარიღდება 13 400-დან 18 600 წლის წინანდელ პერიოდის ფარგლებით.

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ხელახლა შეისწავლეს 61 ადამიანის ძვლები და დადგინდა, რომ ისინი წლების განმავლობაში იღებდნენ სხვა და სხვა ფიზიკურ დაზიანებებს ძირითადად სასროლი იარაღით, როგორიცაა მშვილდი და შუბი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იმდროინდელი ადამიანების ცხოვრება სავსე იყო შეტაკებებით და ისინი მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ.

საფლავების თარიღი ემთხვევა გამყინვარების პერიოდის დასასრულს, რის საფუძველზეც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმდროინდელი ადამიანები საჰარას უდაბნოს გაყინვის გამო აღმოსავლეთით, ეგვიპტის ტერიტორიისკენ დაიძრნენ, სადაც ნილოსის დაბლობზე უფრო ხელსაყრელი პირობები იყო საცხოვრებლად. თუმცა, მას შემდეგ, რაც იმ ტერიტორიაზე ადამიანთა ბევრმა ჯგუფმა მოიყარა თავი, დაიწყო მუდმივი ბრძოლა კონკურენციისათვის.

მეცნიერთა ვარაუდით, სწორედ ამ მუდმივი დაპირისპირების შედეგია დიდი ოდენობით ადამიანების დაღუპვა, რომლებიც ჯებელ-საჰაბას სასაფლაოზე განისვენებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system