თავში

ებოლას რეციდივი ანტისხეულების არარსებობის შემთვევაში მომაკვდინებელია

​ებოლას რეციდივი ანტისხეულების არარსებობის შემთვევაში მომაკვდინებელია
ებოლას რეციდივი ანტისხეულების არარსებობის შემთვევაში მომაკვდინებელია

ექიმებმა ებოლას ვირუსით განმეორებით დაინფიცირების სურათი 25 წლის კონგოელი ტაქსისტის შემთხვევის ფონზე შეისწავლეს.

კონგოს მკვიდრს 2018 წელს ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ აცრა გაუკეთეს, თუმცა, რამდენიმე თვეში ის ვირუსით მაინც დაინფიცირდა. მკურნალობის პროცესში და შემდეგაც, მამაკაცს ტესტი რამდენჯერმე გაუკეთეს, მაგრამ მას ებოლაზე ანტისხეულები არც ერთ შემთხვევაში არ აღმოაჩნდა. მამაკაცმა ვირუსი 29 ადამიანს გადადო, რომელთაც, თავის მხრივ კიდევ 62 ადამიანი დააინფიცირეს.

კონგოელ ტაქსისტს ებოლა მეორედ 2020 წლის ნოემბერში დაემართა, თუმცა, მკურნალობის მიუხედავად მისის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ექიმები ვარაუდობენ, რომ ანტისხეულების გამოუმუშავებლობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ძლიერი მკურნალობა იყოს, რომელიც ეფექტურია, თუმცა, იმუნური პასუხის გამომუშავებას აფერხებს.

სპეციალისტების თქმით, კონგოელი ტაქსისტის შემთხვევამ აჩვენა, რომ ებოლას რეციდივი შესაძლებელია და ატისხეულების არარსებობის შემთხვევაში ის პირველ ავადმყოფობასთან შედარებით ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს.

ექიმები აცხადებენ, რომ ებოლას რეციდივი არ ნიშნავს, რომ იგივე ვითარების გამეორება კორონავირუსის შემთხვევაშიც მოსალოდნელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system