თავში

ებრაელები დღეს იომ-ქიფურს აღნიშნავენ

ებრაელები დღეს იომ-ქიფურს აღნიშნავენ
ებრაელები დღეს იომ-ქიფურს აღნიშნავენ

ებრაელები დღეს იომ-ქიფურს აღნიშნავენ. დღესასწაული იუდაიზმში გამოსყიდვის, სამსჯავროს დღეს უკავშირდება. ამ დღეს ებრაელები მკაცრად მარხულობენ. დღესასწაული ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს აღინიშნება და მონანიების ათი დღის დასასრულია. თალმუდის თანახმად, ამ დღეს ღმერთს გამოაქვს ვერდიქტი მთელი წლის განმავლობაში ადამიანის ნამოქმედარის შესახებ.


ქაფაროთის (გამოსყიდვის) რიტუალის შესასრულებლად, იომ ქიფურის დაწყებამდე ქათმის რიტაულური მსხვერპლშეწირვა ხდება. ქალებმა დედალი უნდა შესწირონ, კაცებმა კი მამალი.

ღვთისმსახურება სინაგოგებში მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე იწყება.

ისრაელში იომ-ქიფურის დღეს ქუჩები ცარიელდება. აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა და საკვების მიღება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system