თავში

ებრაელი ქალი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა ცხვირი განზრახ დაუმახინჯეს

ებრაელი ქალი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა ცხვირი განზრახ დაუმახინჯეს
ებრაელი ქალი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა ცხვირი განზრახ დაუმახინჯეს

გაოგნებული ანიკა ჰერნორთ-როთსტეინი აცხადებს, რომ შვედეთის პოლიციამ მისი სურათი შეცვალა და მისი ცხვირი დააგრძელა, რის გამოც, თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობს. 38 წლის ქალბატონმა ფოტო სტოკჰოლმის მახლობლად მდებარე, პოლიციის საპასპოტო განყოფილებაში გადაიღო. მისი თქმის, განყოფილების თანამშრომლები ადვილად მიხვდებოდნენ, რომ ის ებრაელი იყო, რადგან "დავითის ვარსკვლავს" ატარებდა და ორი ძალიან ებრაული სახელიც აქვს. 



შვედეთის პოლიცია აცხადებს, რომ ისინი სერიოზულად ეკიდებიან მის საჩივარს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ გამოსახულება, შეიძლება, ჩრდილების ან ცუდი რეზოლუციის გამო იყოს დამახინჯებული. ანიკა აცხადებს, რომ ფოტო პოლიციის განყოფილებაშია  გადაღებული და რამდენიმე დღის შემდეგ პასპორტსა და პირადობის მოწმობაზე დაიბეჭდა. ეს რომ კომპიუტერული შეცდომა ყოფილიყო, წესით, მათ მალევე უნდა შეემჩნიათ და გამოსასწორებლად რაიმე ზომებისთვის მიემართათ. 

ანიტას პროტესტს საფუძველი ჰქონდა, რადგან გრძელი ცხვირი ებრაელთა მიმართ რასისტული ნიშნით, პირველად მე-13 საუკუნის შუა პერიოდში, კარიკატურის სახით ევროპაში გამოიყენეს. 

პოლიციის სპიკერმა, მაგნუს როლგერტმა თქვა, რომ ისინი ამ ფაქტს იძიებენ და ცდილობენ გაარკვიონ, იყო თუ არა გამოსახულება განზრახ გაფორმებული და დამახინჯებული. 

”ეს სისტემა მთლიანად ციფრულია, მაგრამ ყოველთვის არის რისკი, რომ ციფრული სისტემების მანიპულირება მოხდეს, ამიტომ ამას სერიოზულად ვიღებთ”, - აღნიშნა მან. 

შვედეთში, მოქალაქეებზე პასპორტებისა და აიდი ბარათების გაცემაზე, პოლიციის საპასპორტო იფისებია პასუხისმგებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system