თავში

ედ შირანმა ნატახი საქველმოქმედო აუქციონს აჩუქა

ედ შირანმა ნატახი საქველმოქმედო აუქციონს აჩუქა
ედ შირანმა ნატახი საქველმოქმედო აუქციონს აჩუქა

ინგლისელმა მომღერალმა, 29 წლის ედ შირანმა თავისი ერთ-ერთი ფერადი აბსტრაქტული ნახატი, სახელწოდებით "Dab 2 2020", რომელიც მან მამისისთვის დახატა, საქველმოქმედო ფონდ Suffolk-ს აჩუქა. ამის შესახებ BBC წერს.

კაშკაშა და ფერადი ნახატი ედმა საყოფაცხოვრებო საღებავების გამოყენებით დიდ კვადრატულ ტილოზე შექმნა და მას 30 დღის განმავლობაში ხატავდა.

"მე შევიძინე სახლის საღებავი და უბრალოდ დავფარე ტილო მისი საშუალებით. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს", - განაცხადა მან.

საქველმოქმედო აუქციონის წევრების თქმით, მათთან არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიტანა ნივთები, მათ შორის არიან დევიდ ბექჰემი, კაილი მინოუგი და უსაინ ბოლტი.

ცნობილია, რომ ედ შირანმა აუქციონის ფარგლებში თავისი შემოქმედება პირველად გამოაქვეყნა. საქველმოქმედო აუქციონი მისი მშობლების დახმარებით მოეწყო. მათ სურთ, რომ ნახატის გაყიდვის შემდეგ, მათ საგვარეულოში მყოფ ახალგაზრდები წაახალისონ, რომ ქალაქ იფსუიჩში სათამაშო მოედანი განაახლონ.

ონლაინ-საქველმოქმედო აუქციონი 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system