თავში

ეგეოსის ზღვაში ქალი 2 დღის განმავლობაში იყო დაკარგული

ეგეოსის ზღვაში ქალი 2 დღის განმავლობაში იყო დაკარგული
ეგეოსის ზღვაში ქალი 2 დღის განმავლობაში იყო დაკარგული

საბერძნეთში 47 წლის  ახალზელანდიელი გამოცდილი მეზღვაური, 2 დღის განმავლობაში ეგეოსის ზღვაში გასაბერი ნავით ტივტივებდა. ქალის შესახებ პოლიციამ მაშინ შეიტყო, როდესაც ის კუნძულ  ფოლეგანროსის მახლობლად მიცურავდა და მიხვდნენ, რომ დაიკარგა. 

პოლიციამ ის კვირას დილით, ფოლეგანროსის კუნძულიდან დაახლოებით 40 საზღვაო მილის მოშორებით, სამხრეთ-დასავლეთით კრეტასთან მახლობლად იპოვეს. ძებნის ოპერაციაში სანაპირო დაცვის შვიდი ხომალდი, სამი პირადი ნავი, თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობდნენ. 

ქალის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ  ზღვაში ყოფნისას მას საკვებად კონფეტები ჰქონდა წაღებული. 

კრეტაზე ირაკლიონის პორტში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ქალბატონმა თქვა, რომ ის დინებამ წაიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system