
ეგვიპტეში უახლოეს თვეებში ორი ახალი ტურისტული ქალაქი გაჩნდება. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრმა, ხალედ ალ-ანანიმ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი ქალაქი ჩრდილოეთით, წითელ ზღვასთან ახლოს, კაიროდან 100 კილომეტრში იქნება.
"მისი სახელია ალ-გალალა. ასევე რამდენიმე თვეში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ალექსანდრიის მახლობლად კიდევ ერთ ქალაქს, ალ-ალამინს გავხსნით", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ქვეყანაში ავიაბილეთების ღირებულება არ შეიცვლება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეგვიპტის ხელისუფლება სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული თვითმფრინავების მხარდაჭერას აგრძელებს.