თავში

ეგვიპტეში 20 ხელუხლებელი სარკოფაგი აღმოაჩინეს

​ეგვიპტეში 20 ხელუხლებელი სარკოფაგი აღმოაჩინეს
ეგვიპტეში 20 ხელუხლებელი სარკოფაგი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, ლუქსორში არქეოლოგებმა სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 20 ხელუხლებელი, ხის ფერადი სარკოფაგები იყო მოთავსებული. ინფორმაციას ეგვიპტის ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სარკოფაგები ჯერ არ გახსნილა. ის ისეთივე მდგომარეობაშია ნაპოვნი, როგორც ძველმა ეგვიპტელებმა დატოვეს.

დამატებით დეტალებს სამინისტრო შაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system