თავში

ეგვიპტეში რეკორდული რაოდენობის სამარხები აღმოაჩინეს

​ეგვიპტეში რეკორდული რაოდენობის სამარხები აღმოაჩინეს
ეგვიპტეში რეკორდული რაოდენობის სამარხები აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, ქალაქ ლუქსორში, 30 სამარხო აღმოაჩინეს, რომლებშიც მუმიებია მოთავსებული.

ეგვიპტის სიძველეთა საქმეების უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი მოსტაფა ვაზირის თქმით, ეს აღმოჩენა ბოლო 100 წლის განმავლობაში უდიდესია.

ცნობილია, რომ სამარხების ასაკი 3 ათას წელიწადს სცდება. ვაზირის თქმით, მათში მამაკაცების, ქალების და ორი ბავშვის ნეშტები მოთავსებული, რომლებიც, სავარაუდოდ, საშუალო ფენიდან იყვნენ.

არქეოლოგები აცხადებენ, რომ ბავშვების ცხედრების შემცველი სამარხები იშვიათი მოვლენაა, რაც დამატებით კვლევას საჭიროებს.

აღმოჩენები ეგვიპრის დიდ მუზეუმში განთავსდება, რომელიც 2020 წლის ბოლოს გაიხსნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system