თავში

ეგვიპტეში ატრაქციონი ჩამოვარდა, 14 ბავშვი დაშავდა

​ეგვიპტეში ატრაქციონი ჩამოვარდა, 14 ბავშვი დაშავდა
ეგვიპტეში ატრაქციონი ჩამოვარდა, 14 ბავშვი დაშავდა

ეგვიპტეში, ელ-დახაკლიას პროვინციაში მდებარე პარკ "ფერედაისში" ატრაქციონი ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ბავშვი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 50 ბავშვი პარკში ექსკურსიაზე იმყოფებოდა. ატრაქციონზე 14 ბავშვი ავიდა. კონსტრუქცია მთლიანად ჩამოიშალა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. 9 ბავშვი სამედიცინო დახმარების შემდეგ სახლში გაწერეს, ორი გამოკვლევისთვის რჩება, სამს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება", - განაცხადა ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, საად მეკიმ.

პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system