თავში

ეგვიპტეში ფარაონ რამზეს II-ს უჩვეულო ქანდაკება აღმოაჩინეს

​ეგვიპტეში ფარაონ რამზეს II-ს უჩვეულო ქანდაკება აღმოაჩინეს
ეგვიპტეში ფარაონ რამზეს II-ს უჩვეულო ქანდაკება აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, ქაიროს შემოგარენში ფარაონ რამზეს II-ს უჩვეულო ქანდაკება აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტის ძეგლთა და სიძველეების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უჩვეულო ამ აღმოჩენაში ისაა, რომ ქანდაკება ვარდისფერი გრანიტისგანაა დამზადებული, ფარაონის თავზე კი გამოსახულია ნიშანი "კა" - ღმერთებისა და ადამიანების სასიცოცხლო ენერგიის სიმბოლო.

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის განცხადებით, მსგავსი აღმოჩენა მხოლოდ მე-13 დინასტიის ერთ-ერთი ფარაონის ძეგლის აღმოჩენისას მოხდა. სიმბოლო "კა" აქაც თავზე იყო დატანიებული, თუმცა თავად ქანდაკება ხისგან იყო დამზადებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system