თავში

ეგვიპტეში ლეოპარდის გამოსახულებიანი უნიკალური სარკოფაგი აღმოაჩინეს

​ეგვიპტეში ლეოპარდის გამოსახულებიანი უნიკალური სარკოფაგი აღმოაჩინეს
ეგვიპტეში ლეოპარდის გამოსახულებიანი უნიკალური სარკოფაგი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა, რომლებიც ეგვიპტეში, ასუანეში გათხრებს აწარმოებენ, განაცხადეს, რომ უნიკალურ აღმოჩენას წააწყდნენ. მათ იპოვეს სარკოფაგი, რომლის თავსახურზე ლეოპარდის ფერადი გამოსახულებაა. ნახატი ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით VII საუკუნით თარიღდება. ამის შესახებ Fox News წერს.

ამავე რაიონში არქეოლოგებმა მანამდე 300 სამარხი იპოვეს, რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნიდან ჩვ.წ.აღ-ის IV-ით თარიღდება. ლეოპარდი კი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი გახდა.

ძველ ეგვიპტეში ლეოპარდი უდიდესი ძალისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო. მის გამოსახულებას სამარხებზე დაცვის მიზნით ათავსებდნენ. ეს ძალას მატებდა გარდაცვლილს, რომელიც საიქიოში მარადიული ცხოვრებას იწყებს.

"ლეოპარდის სახე გარდაცვლილის თავთან იყო გამოსახული. ის ერთგვარი ნიღაბი იყო, რომელიც გარდაცვლილს ძალას გადასცემდა", - აცხადებენ არქეოლოგები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system