თავში

ეგვიპტეში მატარებლის გამცილებელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ლიანდაგებზე ახალგაზრდა დაიღუპა

​ეგვიპტეში მატარებლის გამცილებელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ლიანდაგებზე
ეგვიპტეში მატარებლის გამცილებელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ლიანდაგებზე ახალგაზრდა დაიღუპა

ეგვიპტეში მატარებლის გამცილებელი დააკავეს, რომელმაც ორ უბილეთო ახალგაზრდას ტრანსპორტის დატოვება და ლიანდაგებზე გადახტომა აიძულა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

გამცილებლის და მგზავრების კონფლიქტი ვაგონში მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა გადაიღო. ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება გამცილებლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა.

რკინიგზის დეპარტამენტის განცხადებით, მან უბილეთო პირებს მგზავრობის საფასურის გადახდა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ კი კარი გააღო და უთხრა, რომ მატარებელი დაეტოვებინათ.

გამცილებელი ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია. მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system