თავში

ეგვიპტეში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა

ეგვიპტეში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა
ეგვიპტეში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა

ეგვიპტეში კორონავირუსთან საბრძოლველად ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ Arab News ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეგვიპტეში 21:00 საათიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მაღაზიები, მოლები, რესტორნები, კაფეები და კინოთეატრები არ იმუშავებს. გარდა ამისა, ამ პერიოდში აკრძალული იქნება შეხვედრები, კონფერენციები, დღესასწაულების აღნიშვნა რესტორნებსა და სასტუმროებში. ასევე ბავშვებს მეჩეთებში შესვლა ეკრძალებათ.

ეგვიპტეში პარკები და სანაპიროები დაკეტილი დარჩება 16 მაისამდე, ასევე, სულ მცირე, 10 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

ცნობილია, რომ ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა ექსპერტების აზრით, ეს რიცხვი ქვეყანაში შეზღუდული ტესტირების გამო რეალურ მონაცემებს არ ასახავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system