თავში

ეგვიპტეში სტუდენტების და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

​ეგვიპტეში სტუდენტების და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო იქნება
ეგვიპტეში სტუდენტების და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

ეგვიპტეში უმაღლესი სასწავლებლების ყველა სტუდენტსა და მასწავლებელს კორონავირუსზე აცრიან. მომავალში ქვეყნის ხელისუფლება ყველა სრულწლოვანი მოქალაქის ვაქცინაციას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.

"ჩვენ უნივერსიტეტებში 18 წელს გადაცილებული ყველა პირის ვაქცინაციისთვის 8 ოქტომბრამდე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გვაქვს", - განაცხადა მან.

ხელისუფლება სამ მილიონზე მეტი სტუდენტისა და 1,5 მილიონზე მეტი პედაგოგის ვაქცინაციას გეგმავს.

"ჩვენ ვაქცინაციისთვის გარკვეულ დროს ვაძლევთ, მაგრამ ამის შემდეგ იქნება ზომები მათ მიმართ, ვინც აცრილი არ არის, ვინც ვაქცინაციაზე უარი თქვა. ვაქცინაზე უარის თქმისთვის მეცნიერულად დასაბუთებული მიზეზი არ არსებობს. ვაქცინაცია სავალდებულო იქნება", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system