თავში

ეგვიპტეში ვაქცინების გადაყრის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს

​ეგვიპტეში ვაქცინების გადაყრის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს
ეგვიპტეში ვაქცინების გადაყრის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს

ეგვიპტის პროკურატურამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ათასობით ვაქცინის გადაყრის ფაქტის გამოძიების ფარგლებში სამი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პროკურატურის განცხდებით, ათასობით გამოუყენებელი ვაქცინები ქალაქ მანიაში, წყლის არხის გასწვრივ იპოვეს გადაყრილი. ვაქცინები ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში განათავსეს.

საუბარია "სინოფარმის“ წარმოების ვაქცინაზე, რომლის ღირებულება 320 000 დოლარია. ნაპოვნი ვაქცინები გამოყენებისთვის უვარგისია, რადგან მათი შენახვისთვის აუცილებელი პირობები დაირღვა.

ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, რატომ გადაყარეს ვაქცინები.

დაკავებულთა შორის ვაქცინების მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანის თანამშრომელი, მესაწყობე და სატვირთო მანქანის მძღოლი არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system