თავში

ეგზოჩონჩხი, რომლითაც შესაძლებელია შეიგრძნო ის რასაც რობოტი ეხება - VIDEO

ეგზოჩონჩხი, რომლითაც შესაძლებელია შეიგრძნო ის რასაც რობოტი ეხება
ეგზოჩონჩხი, რომლითაც შესაძლებელია შეიგრძნო ის რასაც რობოტი ეხება  - VIDEO

მეცნიერებმა შექმნეს ხელის ეგზოჩონჩხი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ადამიანის ძალისა და გამძლეობის გაზრდა, ასევე შეიგრძნო ის, რასაც რობოტი ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ Mashable ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში წარმოდგენილია ტექნოლოგია The ExoHand. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მისი დახმარებით შესაძლებელია დისტანციურადაც მართო რობოტი, რადგან მას შეუძლია ზუსტად გაიმეოროს ადამიანების მოძრაობა. ეს ტექნოლოგია მოგვაგონებს ჰოლივუდურ ფილმ "ნამდვილ რკინაში" გამოყენებულ რობოტს, რომელსაც შეუძლია მიბაძოს მომხმარებელს. 

აღსანიშნავია, რომ ადამიანს, რომელიც ეგზოჩონჩხს ატარებს, შეუძლია დიდ მანძილზე მართოს რობოტი და თან თავად იგრძნოს, თუ რას ეხება რობოტი. 

ასევე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესების შემდეგ, მოხუცები შეძლებენ ისევე ძლიერად და მხნედ იგრძნონ თავი, როგორც ახალგაზრდობისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system