თავში

ეიფელის კოშკი ქარიშხლის მოახლოების გამო დახურეს

ეიფელის კოშკი ქარიშხლის მოახლოების გამო დახურეს
ეიფელის კოშკი ქარიშხლის მოახლოების გამო დახურეს

პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობა, ეიფელის კოშკი, ქარიშხალი "კიარას" მოახლოების გამო დახურეს. ამის შესახებ ეიფელის კოშკის ადმინისტრაციამ Twitter გვერდზე განაცხადა.

”ძლიერი ქარის გამო, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ამ დროისათვის ეიფელის კოშკი დახურულია”, - ნათქვამია ტვიტში.

ქარიშხალი "კიარა" საფრანგეთისა და ბელგიის საზღვრებს კვირას ღამით მიუახლოვდება. მოსალოდნელი სტიქიის გამო, არაერთი სპორტული ღონისძიება გაუქმდა გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში, ხოლო ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ აეროპორტში გაუქმდა ფრენები.

საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ქარის სიჩქარე ჩრდილო-დასავლეთით ნაწილში 30-39 მ/წმ-ს მიაღწევს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთით  სავარაუდოდ, ქარი 44 მ/წმ სიჩქარით დაუბერავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system