თავში

ეიფელის კოშკი კორონავირუსთან მებრძოლების პატივსაცემად განათდა - LIVE

​ეიფელის კოშკი კორონავირუსთან მებრძოლების პატივსაცემად განათდა
ეიფელის კოშკი კორონავირუსთან მებრძოლების პატივსაცემად განათდა - LIVE

დღეიდან, 27 მარტიდან ყოველ საღამოს, პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობის, ეიფელის კოშკის ილუმინაციაზე მადლობას გადაუხდიან მთელ მსოფლიოში მათ, ვინც კორონავირუსს თავდაუზოგავად და გმირულად ებრძვის.

პარიზის მერიაში ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით სურთ მადლობა გადაუხადონ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს, პოლიციელებს, ჟანდარმებს, მაშველებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, სამხედროებს, მოლარეებს, დამლაგებლებს, კურიერებს, მოხალისეებს და ყველას, ვინც COVID-19-თან ბრძოლაშია ჩართული.

გარდა ამისა, ამ ჟესტით მხარდაჭერას უცხადებენ მათ, ვინც კარანტინის რეჟიმს არ არღვევს და სახლიდან არ გადის.

სპეციალური ილუმინაცია ყოველ დღეს ადგილობრივი დროით 20:00-დან 23:00 საათამდე აინთება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system