თავში

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 ივლისს გაიხსნება

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 ივლისს გაიხსნება
ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 16 ივლისს გაიხსნება

პარიზში ეიფელის კოშკის გახსნა 16 ივლისს იგეგმება. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Parisien წერს.

კოშკი ვიზიტორებისთვის 29 ოქტომბერს კორონავირუსის გავრცელების ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო დაიხურა.

ცნობილია, რომ მისი მონახულება დღეში არაუმეტეს 10 ათასი ადამიანს შეუძლია. პანდემიის დაწყებამდე ეიფელის კოშკი ყოველდღიურად 25 ათას ვიზიტორს მასპინძლობდა..

ეიფელის კოშკის ყველა სართული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, გარდა მეორე სართულისა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეიფელის კოშკის ბილეთების გაყიდვა 1 ივნისიდან დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system