თავში

ეკატერინე დიდის შესახებ სერიალის პირველი თრეილერი გამოვიდა - VIDEO

ეკატერინე დიდის შესახებ სერიალის პირველი თრეილერი გამოვიდა - VIDEO
ეკატერინე დიდის შესახებ სერიალის პირველი თრეილერი გამოვიდა - VIDEO

Hulu-ს სერიალის, რომელიც მაყურებელს რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე დიდის შესახებ მოუთხრობს, პირველი თრეილერი გავრცელდა. დედოფალი ეკატერინეს როლს ელ ფენინგი, ხოლო მისი ქმრის, პეტრე III როლს ნიკოლას ჰოლტი შეასრულებენ. 

შოუს შემქმნელი ტონი მაკნამარაა, The Favourite-ის სცენარის ავტორი, რომელმაც "ოსკარის" ნომინაციაც დაიმსახურა. მისი თქმით, სერიალი "ეკატერინე დიდი" დრამის, კომედიისა და ფარსის ელემენტებს შეიცავს. 

შოუს შემქმნელებს, ისტორიული სიზუსტის სრულად დაცვა მიზნად არ ჰქონიათ. სერიალის სიუჟეტი ეკატერინე II-ის ტახტზე ასვლისა და თავად მისი მმართველობისს პერიოდს მოიცავს. 

სერიალის პრემიერა 15 აპრილს იგეგმება. 

 


 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system