თავში

"ექიმები საზღვრების გარეშე" ვენესუელაში ვერ ჩადიან

​"ექიმები საზღვრების გარეშე" ვენესუელაში ვერ ჩადიან
ექიმები საზღვრების გარეშე ვენესუელაში ვერ ჩადიან

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ექიმები საზღვრების გარეშე" განაცხადა, რომ კარაკასის ერთ-ერთ საავადმყოფოში საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ პორტალი El Nacional წერს.

ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მათი სპეციალისტები აღარ ითანამშრომლებენ საავადმყოფოსთან "პერეს დე ლეონ II", სადაც ისინი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდნენ.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს მუშაობის ნებართვა არ მისცა. "ექიმები საზღვრების გარეშეს" ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საბუთების მისაღებად მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system