თავში

ექიმების დაუდევრობით ახალშობილი ორჯერ გარდაიცვალა

ექიმების დაუდევრობით ახალშობილი ორჯერ გარდაიცვალა
ექიმების დაუდევრობით ახალშობილი ორჯერ გარდაიცვალა

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში ქალმა გოგონა გააჩინა. ექიმები, რომლთაც ქალი ამშობიარეს, ჩათვალეს, რომ ახალშობილი გარდაიცვალა და ის მშობლებს დასაკრძალად გაატანეს. 

დაკრძალვის მოსამზადებელი პროცედურებისას ბავშვმა მოულოდნელად იტირა და ყველა შოკში ჩააგდო. ახალშობილის მშობლებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, ექიმების მოსვლამდე ბავშვი მართლა გარდაიცვალა. 

მშობლები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მედპერსონალის დაუდევრობამ მათი შვილის სიკვდილი გამოიწვია. ექიმები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მშობლებმა ბავშვი სახლში ოფიციალური სამედიცინო სამედიცინო დასკვნის გარეშე წაიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system