თავში

ექიმებმა ელისაბედ II-ს საყვარელი ჰობი აუკრძალეს

​ექიმებმა ელისაბედ II-ს საყვარელი ჰობი აუკრძალეს
ექიმებმა ელისაბედ II-ს საყვარელი ჰობი აუკრძალეს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბეს მეორე, რომელიც ასაკის მიუხედავად, საცხენოსნო სპორტით აქტიურადაა დაკავებული, იძულებულია, საყვარელი ჰობი მიატოვოს. ამ მოთხოვნას ექიმები კატეგორიულად აყენებენ. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

95 წლის მონარქი ცხენოსნობითა და დოღით არის გატაცებული, თუმცა სექტემბერში, შოტლანდიაში საზაფხულო არდადეგების შემდეგ, ის იძულებული გახდა, ამ სპორტზე უარი ეთქვა.

„ცოტა არაკომფორტულად გრძნობს თავს. უყვარს ცხენოსნობა და ცხოვრების უმეტესი ნაწილის მანძილზე ეს მისთვის რიტუალის მსგავსი იყო.

ის უკიდურესად იმედგაცრუებულია, რომ სექტემბრის დასაწყისიდან ცხენით არ ჯირითობს“, - ამბობს გამოცემის წყარო და აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ელისაბედ II ცხენოსნობის განახლებას გეგმავს.

ცნობილია დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II გასულ კვირას საავადმყოფოში ერთი ღამის გატარების შემდეგ თავის მოვალეობას სრულად დაუბრუნდა, თუმცა ექიმები მაინც მეტი დასვენების რეკომენდაციით გამოდიან.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ღამე საავადმყოფოში გაატარა. ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დედოფალი საავადმყოფოში 20 ოქტომბერს გადაიყვანეს, ექიმებმა მას "რამდენიმე დღით დაისვენა" ურჩიეს, 21-ში კი მონარქი ვინძორის სასახლეში დაბრუნდა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის 95 წლის დედოფალს, ელისაბედ მეორეს სამუშაო ვიზიტებისას რომელიმე ნათესავი - შვილი ან შვილიშვილი გაჰყვება. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ეს დედოფალს აუცილებლობის შემთხვევაში, დასვენების საშუალებას მისცემს, ვიზიტის ოფიციალურ მხარეს კი თანხმლები პირი გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system