თავში

ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ აფრთხილებდა, ამავე ვირუსით გარდაიცვალა

ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ აფრთხილებდა, ამავე ვირუსით გარდაიცვალა
ექიმი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ აფრთხილებდა, ამავე ვირუსით გარდაიცვალა

ჩინელი ექიმი, რომელიც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა და ამის გამო მას პოლიცია აკონტროლებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. 

CNN-ის ინფორმაციით, ლი ვენლიანმა თავდაპირველად სოციალური ქსელების საშუალებით გააფრთხილა კოლეგები მოსალოდნელი ვირუსის შესახებ, რის შემდეგაც ის პოლიციაში დაიბარეს, ინტერნეტით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს და გაფრთხილება მისცეს. ის ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ექიმს, შორის, რომელიც პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. 

ლი ვენლიანი კლინიკაში 12 იანვარს, მას შემდეგ მოათავსეს, რაც აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ, დაინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ, შეუძლოდ გახდა. მას კორონავირუსი პირველ თებერვალს დადასტურდა. 

ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ.

"ჩვენ ღრმად ვართ დამწუხრებული ექიმ ლი ვენლანის გარდაცვალებით. ყველამ უნდა დავაფასოთ ის წვლილი, რაც მას ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიუძღვის" - წერია ორგანიზაციის "ტვიტერის" გვერდზე. 

ლი ვენლიანი 34 წლის იყო. 

ბოლო მონაცემებით ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 563-ს მიაღწია, დაავადებულია 28018 ადამიანი. 1152 პაციენტი კი უკვე განიკურნა და კლინიკები დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system