თავში

ექიმმა ქალს ოპერაციაზე უარი უთხრა: "შენს დამახინჯებას არ ვაპირებ" - PHOTO

​ექიმმა ქალს ოპერაციაზე უარი უთხრა: "შენს დამახინჯებას არ ვაპირებ"
ექიმმა ქალს ოპერაციაზე უარი უთხრა: შენს დამახინჯებას არ ვაპირებ - PHOTO

ექიმმა ქალს მკერდის ინფიცირებული იმპლანტების ამოკვეთაზე უარი განაცხადა, რადგან არ სურდა ისეთი სხეულის დამახინჯება, "Sports Illustrated-ის მოდელს ჰგავს". ამის შესახებ The Daily Mail წერს.

ავსტრალიელმა ფიტნეს-ინსტრუქტორმა ბეკ დონლანმა მკერდი 22 წლის ასაკში გაიდიდა, რადგან გულ-მკერდის დეფორმაციით დაიბადა. სამის წლის შემდეგ ექიმებმა მას ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, პრობლემამ ისევ იჩინა თავი. დონლაინს მუცლის ტკივილი დაეწყო, თმა სცვიოდა და წონაში იმატებდა.

ქალმა ექიმებს მიმართა, რომ მათ ინფიცირებული იმპლანტები მოეცილებინათ, მაგრამ უარი მიიღო.

"ექიმებს მათი ამოღება არ უნდოდათ, იმიტომ რომ მერე ცუდი შესახედავი ვიქნებოდი. ერთმა კიდევ თქვა: შენ Sports Illustrated-ის მოდელის ტანი გაქვს, მე კი მას დავამახინჯებ, ამიტომ ოპერაციას არ ჩავატარებ", - განაცხადა ბეკ დონლანმა.

მოგვიანებით ფიტნეს-ინსტრუქტორმა ქირურგი იპოვა, რომელიც ოპერაციას დათანხმდა. ამჟამად ქალი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system