თავში

"ეკიპაჟი ჯანმრთელია, ბედნიერია" - SpaceX პირველ ტურისტულ კოსმოსურ ფრენაზე

​"ეკიპაჟი ჯანმრთელია, ბედნიერია" - SpaceX პირველ ტურისტულ კოსმოსურ ფრე
ეკიპაჟი ჯანმრთელია, ბედნიერია - SpaceX პირველ ტურისტულ კოსმოსურ ფრენაზე

კომპანია SpaceX იტყობინება, რომ ორბიტაზე პირველი სამოქალაქო მისია თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ის "ტვიტერზე" წერს.

”ეკიპაჟი ჯანმრთელია, ბედნიერია და კომფორტულად ისვენებს.

სანამ ეკიპაჟი დაიძინებდა, მან დედამიწას 5,5-ჯერ შემოუარა, სამეცნიერო კვლევის პირველი რაუნდი დაასრულა და ისადილა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის 16 სექტემბერს ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კოსმოსში 4 კოსმოსური ტურისტი გაგზავნა.

მისიაში Inspiration4 მოყვარული, არაპროფესიონალი ასტრონავტები შედიან. ეკიპაჟის წევრები არიან მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი, ტურისტი ჰეილი არსენო, მეწარმე და მკვლევარი სიან პროკტორი და აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანი კრის სემბროსკი. მათ მოგზაურობისთვის 6 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჰეილი არსენოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ბავშვობაში მან ძვლის კიბო გადაიტანა, რის გამოც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system