თავში

ეკლესიის მგალობლების ავტობუსი მდინარეში გადავარდა - დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

ეკლესიის მგალობლების ავტობუსი მდინარეში გადავარდა - დაღუპულია 20-ზე
ეკლესიის მგალობლების ავტობუსი მდინარეში გადავარდა - დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

კენიის ქალაქ მვინგში, ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანია დაღუპული, მათგან 4 ბავშვია.

BBC-ის ცნობით, ტრანსპორტი საეკლესიო გუნდის მგალობლებს ჰყავდათ დაქირავებული. ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო, ხიდის ნაწილი წყლით იყო დაფარული.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ამ ტერიტორიასა და მარშრუტს არ იცნობდა. 12 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, სამაშველო სამუშაო გრძელდება და ჯერ დაზუსტებით არაა ცნობილი, ზუსტად რამდენი ადამიანი მგზავრობდა ავტობუსით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system