თავში

ეკოაქტივისტები ბერლინში საპროტესტო აქციებს მართავენ

​ეკოაქტივისტები ბერლინში საპროტესტო აქციებს მართავენ
ეკოაქტივისტები ბერლინში საპროტესტო აქციებს მართავენ

ეკოლოგიური მოძრაობის "Extinction Rebellion" ("ამბოხება ამოხოცვის წინააღმდეგ") აქტივისტები ბერლინში საპროტესტო აქციებს მართავენ და ხელისუფლებას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

1000-მდე ადამიანმა "Grosser Stern" გადაკეტა. გარდა ამისა აქტივისტებმა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფისთან კარვები გაშალეს.

ეკოაქტივისტების თქმით, ანალოგიური დემონსტრაციები მსოფლიოს 60 ქალაქში იმართება. Extinction Rebellion-ის წევრები ამტკიცებენ, რომ დედამიწა ეკოლოგიური კოლაფსის ზღვარზეა. ისინი პოლიტიკოსებისგან განსაკუთრებული კლიმატური მდგომარეობის გამოცხადებას და 2025 წლისთვის CO2-ის გამონაბოლქვის 0-მდე შემცირებას ითხოვენ.

ლონდონის პოლიცია აცხადებს, რომ ეკოლოგიური მოძრაობის "Extinction Rebellion" ("ამბოხება ამოხოცვის წინააღმდეგ") 135 აქტივისტი დააკავა. 

Extinction Rebellion-ის" წევრები საპროტესტო აქციას დღეს ამსტერდამშიც მართავენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system