თავში

ეკოლოგებმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

​ეკოლოგებმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
ეკოლოგებმა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის გერმანულმა კავშირმა გაზსადენი პროექტის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა.

ეკოლოგები საზღვაო ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურ სააგენტოს (BSH) მშენებლობაზე ნებართვის გაცემის გამო უჩივიან. მშენებლობა გერმანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მომდინარეობს. გარემოს დამცველები გაზსადენის პროექტს ზღვის სამყაროს განადგურებაში ადანაშაულებს.

აპრილის დასაწყისში სარჩელს წინ უძღოდა პროცედურა, სადაც ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა ორგანომ უარყო გაზსადენის ბოლო მონაკვეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროტესტი.

28 აპრილს ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"ჩრდილოეთის ნაკადი 2" რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით შენდება. მან რუსეთიდან ევროპაში რუსული გაზის პირდაპირი გზით ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტს წინააღმდეგი არიან.

აშშ-მა პროექტს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ მილსადენის მშენებლობაში დაეხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system